ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ - ევროპელების მონაწილეობის გარეშე უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ იქნება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა არ მიიღებს უკრაინის შესახებ ისეთ შეთანხმებას, რომელიც მისი მონაწილეობის გარეშე დაიდება.

„ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეთანხმება არ იქნება“, - აღნიშნა მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს მან ხაზი გაუსვა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის გაზრდით იქნება პუტინი მზად დათმობებზე წავიდეს.

„რუსეთი დროს აჭიანურებს და ამით ამერიკის პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. დღეს მე მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის მოწოდებით გამოვედი“, - აღნიშნა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უნდა შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარეობს.

„ტრამპმა იცის, რომ მხოლოდ ევროპის მიერ მხარდაჭერილი და ლეგიტიმირებული მშვიდობა შეიძლება იყოს ნამდვილად მდგრადი. მან ასევე იცის, რომ ევროპის წვლილი უკრაინის უსაფრთხოებაში, რეკონსტრუქციასა და ევროპულ ინტეგრაციაში შეუცვლელი იქნება ამ მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მერცმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში