ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ჰორმუზის სრუტეს სრულად ვაკონტროლებთ

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება.

„ამჟამად, ჰორმუზის სრუტე ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ძალების სრული კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა მოჰამედ აკბარზადემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები საჭიროების შემთხვევაში ჰორმუზის სრუტეში ტანკერებს დაიცავს. „ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში ენერგორესურსების თავისუფალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძალა დედამიწაზე უძლიერესია - წინ შემდგომი ნაბიჯებია“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში