ირანში უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე სამგლოვიარო ცერემონია სამ დღეს გაგრძელდება

ირანში უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვამდე სამგლოვიარო ცერემონია სამ დღეს გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულიერ ლიდერთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია დღეს საღამოს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე თეირანში იმამ ხომეინის სამლოცველოში დაიწყება.

მოგვიანებით გახდება ცნობილი დაკრძალვის ცერემონიის დეტალები.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში