კოკა მორგოშიას განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე 2020-2021 წლებში გაიცნო, 2022 წლის ბოლოს კი ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან „ფარცხალაძეს ტელეკომპანიის წილის ყიდვაზე უარი უთხრა“

მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობრის, კოკა მორგოშიას ჩვენების მიხედვით, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს მისი ტელეკომპანიის, „ალტ-ინფოს“ წილის ყიდვა უნდოდა, რაზეც მასთან ურთიერთობა დაეძაბა.

მორგოშიას განმარტებით, მას ოთარ ფარცხალაძესთან არასდროს ჰქონია ფინანსური ან ბიზნეს დავა.

„ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ოთარი მაშინ იყო გადაბარგებული რუსეთის ფედერაციაში, მე პოლიტიკური აქტივობებით ვიყავი დაკავებული და ხშირად გვქონდა შეხვედრები... აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა.. გენპროკურორი როცა იყო, მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი, 2020-2021 წლებში გავიცანი, მისი ინიციატივით, გამოაგზავნა ადამიანი, შევხვდით და გავიცანით კაკლებში, მის სახლში ერთმანეთი",- განაცხადა მორგოშიამ.

მისივე თქმით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან ურთიერთობა 2022 წლის ბოლოს, 2023 წლის დასაწყისში დაეძაბა.

„ერთ-ერთ ეტაპზე, მას უნდოდა ტელეკომპანიის [„ალტ-ინფო“] წილის ყიდვა, რაზეც მე ვუთხარი ვუთხარი",- განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში