ზურაბ ქადაგიძე - ბორის ჯონსონის მიერ „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების გამართლებამ, გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან - ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო!

ბორის ჯონსონის ბოლო განცხადებამ და ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების - „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირების გამართლებამ, საბოლოოდ გამოაჩინა, თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან - ჩვენ ვხედავთ გეოპოლიტიკურ შურისძიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო! – ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ გააკეთა.

ქადაგიძის თქმით, “დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ და ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის“.

“ჯერ იყო 4 ოქტომბერი “მშვიდობიანი დამხობის“ გეგმა, რომელიც უსამშობლო ქართველების ხელით უნდა განხორციელებულიყო და სრული კრახით დასრულდა. შემდეგ ვიხილეთ BBC-ის ფეიკ-კამპანია კამიტით მოწამვლაზე, რომელმაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟის ნაცვლად მხოლოდ დაცინვა გამოიწვია.

რადგან უუნარო აგენტურამ რევოლუციის მოწყობა ვერ შესძლო, პატრონები ღია აგრესიაზე გადავიდნენ და სიმართლის წყაროებს დაარტყეს, დაასანქცირეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული მედია-საშუალებები.

ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონზომიერება აქვს — ვინც სიმართლის ჩახშობას ცდილობს, ის საკუთარ პოლიტიკურ განაჩენს აწერს ხელს.

სააკაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა - 2007 წელს მან “იმედში“ სპეცრაზმით შეჭრითა და დარბევით, საკუთარი რეჟიმის მორალური საფუძველი აიფეთქა, ხოლო 2012 წელს “მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებითა და ხალხისთვის ინფორმაციის ჩახშობის მცდელობით საბოლოოდ დაუსვა წერტილი თავის მმართველობას.

დღეს სააკაშვილის პატრონები იმავე ნაღმზე აბიჯებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ 2007 წელს ხელკეტებმა არ გაჭრა, 2026 წელს ბრიტანული სანქციები გაჭრის.

ეს არის უდიდესი ილუზია. სიმართლე არ არის საბანკო ანგარიში, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გაყინავ! სიმართლე ხალხის ცნობიერებაშია და რაც უფრო მეტად შეეცდებით მის ბლოკირებას, მით უფრო მძლავრი იქნება საზოგადოების პროტესტი.

თუ ბორის ჯონსონსა და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ, რომ ყველაზე რეიტინგული ქართული მედიების დასანქცირებით 4 ოქტომბრის ჩავარდნილ რევოლუციას რეანიმაციას ჩაუტარებენ, მათ ქართული ფენომენი არ სცოდნიათ. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი.

ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებთ!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში