გიგი წერეთელი - ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”

ვერ დავადასტურებ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით ძალიან პოზიტიურ რაკურსშია მსოფლიოში და დასავლეთთან დაახლოების კუთხით ნაბიჯებს დგამს.

„ალბათ, სწორედ შექმნილი ვითარება იყო განსახილველი საკითხი. სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით ძალიან პოზიტიურ რაკურსშია მსოფლიოში, დასავლეთთან დაახლოების კუთხით ნაბიჯებს დგამს. არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნების” ხელისუფლება შეეცადოს სომხეთიც გამოიყენოს თავისი რთული და მძიმე იზოლაციური მომენტის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია, ასეც იყოს, ითამაშოს პოზიტიური როლი. ყველაფერი კარგია, რაც ადგილზე ამ ვითარებას შეცვლის.

ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”. თუ ვითარება იცვლება და საქართველოს ხელისუფლება ამ კურსს და პოლიტიკას შეცვლის, ყველაფერი წავა იქით, რომ არჩევნები და საზოგადოება გადაწყვიტავს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს კარგია. ამ საქმეში თუ ვინმე როლს ითამაშებს, მხარდასაჭერია”, - აღნიშნავს წერეთელი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს