უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და

დირექტორის, მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას და რიგი საოქმო განჩინებების კანონიერების გადახედვას.

„ნეტგაზეთის“ თანახმად, პარალელურად, საქმის პროკურორი თორნიკე გოგეშვილი საკასაციო ინსტანციაში ითხოვდა განაჩენის გამკაცრებას და ბრალის დამძიმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ღამით ბათუმში დააკავეს მას შემდე, რაც მან სტიკერი, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გააკრა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთში, უკვე 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ დააკავეს სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია