საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

“მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომებს.

საუბრის თემას წარმადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში