მარკ რუტე - მოკავშირეები მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში აკეთებს

ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებია.

„ნატო არ არის ჩართული. თუმცა, ცხადია, მოკავშირეები, ძირითადად, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ამ ბირთვული შესაძლებლობების და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას“, - აღნიშნა რუტემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს ძალები მზად არიან დაიცვან ალიანსის ტერიტორია.

„ამჟამად, ნატო-ს შემადგენლობაში ჩვენი საქმიანობა იმის უზრუნველყოფაა, რომ 360-გრადუსიანი გზით დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუტემ ასევე განაცხადა, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ისრაელისა და აშშ-ის ზეწოლა ირანის შესაძლებლობებს შეასუსტებს.

„ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამ დამანგრეველი იარაღის, ამ დრონების გამოყენებით. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან სრულმასშტაბიან ზეწოლას განიცდის, ასევე შეამცირებს მის შესაძლებლობას, ქაოსის რუსეთში და შესაბამისად, უკრაინაშიც, ექსპორტირება მოახდინოს“, - აღნიშნა რუტემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია