მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის განცხადება ირანზე, განმსჭვალულია ანტიამერიკული სულისკვეთებით, აშკარად ამერიკაზე და ისრაელზე ხელის გაშვერით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება ირანში მიმდინარე მოვლენებზე, „გამსჭვალულია ანტიამერიკული სულისკვეთებით, აშკარად ამერიკაზე და ისრაელზე ხელის გაშვერით“.

ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის განცხადება ირანზე, განმსჭვალულია ანტიამერიკული სულისკვეთებით, აშკარად ამერიკაზე და ისრაელზე ხელის გაშვერით.

„მთავრობა" საუბრობს რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მასობრივი მკვლელი აიათოლას გამო ღრმა მწუხარებაზე. ეს არაა გასაკვირი იმ ბანდისგან, ვინც ამასწინათ ქართველთა გადასახლების და უცხოტომელთა ჩამოსახლების 410 წლისთავი აღნიშნა“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება 2 მარტს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ამასთან, „საქართველოს მთავრობა სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება