ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება“

საქართველოში ახლად მიღებული კანონმდებლობა მკვეთრად შეზღუდავს დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის უცხოურ დაფინანსებას, კანონსაწინააღმდეგოდ აქცევს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ საქმიანობას ფართო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცევს, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება“.

„მსგავსი ზომები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან, საქართველოს მიერ აღებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან და ქვეყნის ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო დაშორების საფრთხეს ქმნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს