უკრაინული მედია - რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა, - დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი

რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა, 3 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა დარტყმა ბალისტიკური რაკეტის მეშვეობით განახორციელეს.

ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მეზობელი შენობა დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს