აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება „იმ ადგილებს, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენენ“ და მიზანი „ირანის რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის ჩამოშლაა“.

მათივე ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ირანის ბალისტიკური რაკეტების საცავებსა და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამეთაურო ცენტრებს დაარტყეს.

ასევე, ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად 43 ირანული გემი „დაზიანდა ან განადგურდა“.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი