შალვა პაპუაშვილი - უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება - მტკიცედ მოვუწოდებთ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს - მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში გრანტებთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება.

„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავისი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული.

მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ”,- წერს პაპუაშვილი.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი