ლევან სანიკიძე - აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს - ბინძური ტყუილია, რომ ევროპა ამას შანტაჟისთვის იყენებს, პირიქით, „ოცნება“ აშანტაჟებს ევროპას, მათ შორის დიქტატორული ნაბიჯებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს და მონაპოვარი, რომელიც მის უდიდებულესობა ქართველ ერს ეკუთვნის, არ დაიკარგოს - ბინძური ტყუილია, რომ ევროპა ამას შანტაჟისთვის იყენებს, პირიქით, ისინი აშანტაჟებენ ევროპას, მათ შორის ქართველი ხალხის ავტორიტარიზმში ცხოვრებით და დიქტატურული ნაბიჯების გადადგმით, რის შედეგსაც ისინი იმკიან,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.

სანიკიძის თქმით, აღნიშნული სანქცია ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლას. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი. რაც შეეხება სანქციებს, რომელიც დაუწესდათ „ქართული ოცნების“ რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს, არის ძალიან გასაგები, ადეკვატური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, მარტივი მიზეზის გამო: წესები, რომლითაც „ქართული ოცნება“ თამაშობს საქართველოში და როგორც ექცევა ქართველ ხალხს, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მათი ლიდერებისთვის“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია