ისრაელის თავდაცვის ძალები - ბეირუთში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ მეთაურებს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის წევრები, რომლებიც ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ „ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების განსახორციელებლად“.

„ირანის ტერორისტული რეჟიმი სისტემატურად მოქმედებს როგორც ირანის, ასევე ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობაში, ცინიკურად იყენებს მაცხოვრებლებს და იყენებს მათ ცოცხალ ფარებად ტერორისტული მიზნების მისაღწევად“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმროზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი