ისრაელის თავდაცვის ძალები - ბეირუთში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ მეთაურებს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძირითადი მეთაურების წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „ყუდსის ძალების“ ლიბანის კორპუსის წევრები, ლიბანის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ „ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების განსახორციელებლად“.

„ირანის ტერორისტული რეჟიმი სისტემატურად მოქმედებს როგორც ირანის, ასევე ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობაში, ცინიკურად იყენებს ადამიანებს ცოცხალ ფარად ტერორისტული მიზნების მისაღწევად“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთის ცენტრში მდებარე სასტუმროზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა