გურამ მაჭარაშვილი - ე.წ. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები პირდაპირ მოუძღვებიან უცხო ქვეყნის ძალებს საქართველოში ბომბებით - ასეთი განცხადება იყო გივი თარგამაძის, რომელიც, როგორც ჩანს, მიხვდა თავის განაცხადს და „მოცოცხა“ უცხოეთში

როდესაც დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, ყველა ნორმალური ქვეყანა ცდილობს, როგორმე აირიდოს თავიდან ომი, გარკვეული კონფლიქტები დიდ სახელმწიფოებთან და ა.შ, ამ დროს, ე.წ. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ყოფილები თუ ახლები, პირდაპირ მოუძღვებიან უცხო ქვეყნის ძალებს საქართველოში ბომბებით, სამხედრო ძალებით - ასეთი განცხადება იყო გივი თარგამაძის, რომელიც, როგორც ჩანს, მიხვდა თავის განაცხადს და „მოცოცხა“ უცხოეთში (ცოცხი მათი სიმბოლოა), - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე ქვეყნის დატოვებით „პასუხისმგებლობას გაექცა“.

„მაშინ, როდესაც დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, ყველა ნორმალური ქვეყანა ცდილობს როგორმე აირიდოს თავიდან ომი, გარკვეული კონფლიქტები დიდ სახელმწიფოებთან და ა.შ, ამ დროს, ე.წ. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ყოფილები თუ ახლები, პირდაპირ მოუძღვებიან უცხო ქვეყნის ძალებს საქართველოში ბომბებით, სამხედრო ძალებით. პირდაპირ ეუბნებიან: „მობრძანდით ბატონო, თქვენ თუ არ იცით, ჩვენ გაჩვენებთ, აქ არის საქართველოს სისუსტე. აქ დაარტყი ეს ბომბი, იქ არის სისუსტე - იქ მეორე ბომბი დაარტყი“. პირდაპირ ამას ემსახურებიან.

ერთ-ერთი ასეთი განცხადება იყო გივი თარგამაძის. ის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო და როგორც ჩანს, მიხვდა თავის განაცხადს და მოცოცხა უცხოეთში, ცოცხი მათი სიმბოლოა. პასუხისგებაც არ უნდოდა იმასთან დაკავშირებით, რაც თავის ქვეყანას გაუკეთა. ძალიან კარგი, რომ ის ადამიანები გამოძახებულები არიან გამოკითხვასთან დაკავშირებით.

ჯერ ერთი, უწყება რომ ვერ ან არ ბარდება.. ერთი დღით ადრე განცხადებას საჯაროდ აკეთებ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხარ და მეორე დღეს ხელმიუწვდომელი ხარ, უწყებას არავინ არ იბარებს, უკვე ნიშნავს იმას, რომ ემალები გამოძიებასაც და საზოგადოებასაც. ამიტომ გამოაქვეყნა ეს განცხადება სუს-მა. თურმე, აღმოჩნდა, რომ უკვე მოკურცხლა უცხოეთში იმიტომ, რომ გაექცა პასუხისმგებლობას. ეს თავის დროზე, როგორც ჩანს ან არ გაიაზრა, ან ჰქონდა ის განცდა, რომ პასუხს არავინ მოჰკითხავდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ, თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა. გუშინ, სუს-ში გამოკითხვაზე ასევე, იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.

გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

ზემოაღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.

მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა