ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს ხვდება.

შეხვედრას პარტიიდან ესწრებიან ოპოზიციონერი ლიდერები - სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დელეგაციას საქართველოში არსებულ რეალობაზე ესაუბრებიან, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ „მკვეთრად გაუარესებულია“.

„ყველა ვხედავთ, რომ რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - არის მკვეთრად გაუარესებული პოლიტიკური ვითარება, მათ შორის, საარჩევნო თვალსაზრისით. რეალურად, არა მხოლოდ გაღრმავდა რეპრესიული კანონმდებლობა, არამედ, არჩევნებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, ხელისუფლება კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, როდესაც საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს შეუზღუდა უფლება, აირჩიონ თანამდებობაზე. ვგულისხმობ ახალ კანონმდებლობას, რომელიც გასულ კვირას მიიღეს.

ცხადია, გვექნება საუბარი ამ ყველაფერზე ეუთოს დელეგაციასთან. მოგეხსენებათ, ეუთო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათ შორის, რა თქმა უნდა, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენება არის მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. ასევე, ვიტყოდი, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს შეჩერებულია“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა