გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა

ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ხუხაშვილმა უწყებაში შესვლამდე აღნიშნა, სუს-ში მისი დაბარება შესაძლოა, იმ განცხადებას უკავშირდება, რომელიც ირანთან დაკავშირებით გუშინ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა.

„ეს ყველაფერი საზოგადოების დაშინებას ემსახურება, რომ ეს თემა მოკლან. მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია. საქართველოში [დაწყებაზე] არ მითქვამს, რეგიონზე ვთქვი.

ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ პირად საფრთხესაც ვგრძნობ. [ეს განცხადება] ანალიზის საფუძველზე გავაკეთე. როცა ასეთი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რისკები ყოველთვის არის“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა დაკავების შანსი და აღნიშნა, რომ მას დაკავების არ ეშინია.

„მე ვერ შემაშინებენ იციან და ვიღაცებს ხომ შეეშინდება. ესეც საქმეა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. დაკავების ნამდვილად არ მეშინია. რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წიგნებს წავიკითხავ. აბსურდია. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას. სუს-მა ჩემზე კარგად იცის, მათ კითხეთ. არსებობს ჯგუფები ამერიკიდან სანქცირებული, უნივერსიტეტი რომაა ცნობილი. საქართველოშიც ჰქონდათ აქტივობები. ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი. ეს არ იცის ვინმემ? ყველამ იცის. საჯარო ინფორმაციაა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა