„ნაციონალური მოძრაობა“ - ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან შეთანხმების წესები და ძალისხმევა „ოპოზიციის ალიანსის“ გაძლიერებისაკენ მიმართონ

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებისაკენ მიმართონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს „პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას“.

„2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.

შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებისაკენ მიმართონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოქალაქის პოსტი გააზიარა, რომელიც აკრიტიკებდა „თავისუფლების მოედანს“. პეტრე ცისკარიშვილმა პოსტის გაზიარებისას დაწერა, რომ „ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!“

აღნიშნული პოსტის კომენტარებში პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თამარ ჩერგოლეიშვილმა კომენტარებში აღნიშნა, რომ პეტრე ცისკარიშვილი შეთანხმებას არღვევდა. „რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა!“ - დაწერა ჩერგოლეიშვილმა, პასუხად კი, ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილს კომენტარებშივე ასე მიმართა: "მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა".

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე