"ევროპის უნივერსიტეტში" არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა

6, 7, 8 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ევროპის უნივერსიტეტში" გამართული კონფერენცია აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

„დამსწრეებს სიტყვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა მიმართა.

საველე კვლევა-ძიების ანგარიშები წარადგინეს როგორც ქართველმა (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელმა არქეოლოგებმა (ავსტრია, პოლონეთი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა აკადემიური და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სპეციალისტები, რამაც შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი არქეოლოგიისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების სფეროში ახალი კვლევითი შედეგების გაცვლისთვის, სამეცნიერო დისკუსიისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს