ნიკოლოზ სამხარაძე - 4 წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა, რომ საქართველო დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში - ეს ყველაფერი იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილია, რომ თვითონ უწევთ ხოლმე უარყოფა და უკან წაღება

ამ ფაქტით დადასტურდა კიდევ ერთხელ ის, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას.

მისივე განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარება იმდენად „მდაბიო ტყუილია, რომ მერე თვითონ უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“.

„საქართველოს მიმართ უკვე დიდი ხანია, 4 წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს დეზინფორმაციის ღრუბლის შექმნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაადანაშაულონ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში, ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ ირანსაც ვეხმარებით, ალბათ, ვენესუელასაც ვეხმარებით, ნიკარაგუას და კიდევ არ ვიცი ვის, ეს ყველაფერი არის იმდენად მდაბიო ხარისხის ტყუილი, რომ მერე თვითონ უწევთ ხოლმე ამ ყველაფრის უარყოფა და უკან წაღება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა