პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს ფილარმონიიდან გამართული მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ ლოზუნგით - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე ბანერები, რომლითაც აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს