ირაკლი კუპრაძე - დღეს მსჯელობა იქნება პოლიტიკურ სტრატეგიებზე - ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, „ლელო-ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერთა სათათბირო შეხვედრა დღეს იმართება, რომელიც 150 ლიდერს აერთიანებს

საქართველოს მასშტაბით - მსჯელობა იქნება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჩვენს პოლიტპატიმრებზე, რომლებიც ახლა საპატიმროებში იმყოფებიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ალეკო ელისაშვილი - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ეს ფორმატი გათვალისწინებულია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ წესდებით.

„შემადგენლობაში შედიან საკრებულოს დეპუტატები, რაიონული თავმჯდომარეები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც იღებენ მთავარ როლს ბრძოლის და წინააღმდეგობის პროცესში. ფორმატი გათვალისწინებულია „ძლიერი საქართველო ლელოს“ წესდებით და ჩვენ ყოველი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი პერიოდის პირობებში ვიკრიბებით, რათა ერთად ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები “ლელოს“ განვითარების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ეს არის კიდევ ერთი ცალსახა ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას და „ლელო-ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და იქნება ორგანიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

დღის წესრიგში არის ათამდე დიდი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც იქნება მსჯელობა. მსჯელობა იქნება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჩვენს პოლიტპატიმრებზე, რომლებიც ახლა საპატიმროებში იმყოფებიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ალეკო ელისაშვილი”,-განაცხადა კუპრაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა