ალექსანდრე დარახველიძე - „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს შსს-ში წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს შსს-მ კანონით გათვალისწინებული საშუალებები გამოიყენა.

როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ "კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო, რომელშიც არაერთი პოლიტიკური პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული“.

„2024 წლის ნოემბერ - დეკემბერში საზოგადოებამ იხილა კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პოლიტიკური პარტია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა ყველა ის კანონით გათვალისწინებული საშუალებები, რითაც აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ამ კონკრეტული მცდელობისთვის არაერთ პოლიტიკოსს აქვს ბრალი წაყენებული. შესაბამისად, ველოდებით შესაბამის განხილვებს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, შსს არცერთ საქმეს არ იძიებს, სადაც სამინისტროს თანამშრომლებთან მიმართებით არსებობს კონკრეტული საკითხები, ამ საკითხებს იძიებდა დამოუკიდებელი უწყება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა გენერალური პროკურატურა. შესაბამისად, ჩემგან არასწორი იქნება აღნიშნული გამოძიების საკითხზე რაიმე ინფორმაციის გაჟღერება“,-განაცხადა დარახველიძემ.

მისი განმარტებით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებსაც წარუდგინეს აქციების ვიდეო და მათ „აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის“.

„ვერავინ იტყვის, რომ ეს აქცია მშვიდობიანი იყო. თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც შსს-ში იმყოფებოდნენ, მათ წარვუდგინეთ ჩვენ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი ხასიათის. ეს ჩანაწერი შსს-ში არსებობს. შესაბამისად, როცა აქცია არის ძალადობრივი, ხდება სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმა, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად, გადამწვარი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა პოლიციის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების არა უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა. ამ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს“,-განაცხადა დარახველიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა