დონალდ ტრამპი - თუ ირანი თავს დაესხმება კატარს, აშშ მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანში, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.

„ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში მომხდარი მოვლენების გამო გაბრაზების გამო, სასტიკად დაესხა თავს ირანში მდებარე სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს სახელით ცნობილ მსხვილ ობიექტს. შედარებით მცირე ნაწილი დაზარალდა“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა არაფერი იცოდა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ, კატარიც არანაირად არ იყო ჩართული მასში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მოხდებოდა.

„სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა ეს ან სამხრეთ პარსზე თავდასხმასთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და გაუმართლებლად და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის ნაწილს. ისრაელი აღარ განახორციელებს თავდასხმას ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ პარსის საბადოზე, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს თავდასხმას ძალიან უდანაშაულო, ამ შემთხვევაში, კატარზე - ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის დახმარებით და თანხმობით, ან მის გარეშე, მასიურად ააფეთქებს სამხრეთ პარსის გაზის მთელ საბადოს ისეთი ძალითა და სიმძლავრით, როგორიც ირანს აქამდე არასდროს უნახავს. არ მინდა ამ დონის ძალადობისა და ნგრევის ავტორიზაცია ირანის მომავალზე გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის საბადოზე კვლავ თავდასხმა განხორციელდება, უყოყმანოდ გავაკეთებ ამას“, - აცხადებს ტრამპი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში