ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით ვუპასუხებთ

ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებით ვუპასუხებთ, - ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, „ხათამ ალ-ანბია“ ავრცელებს.

„მტერს ვაფრთხილებთ, რომ თქვენ დიდი შეცდომა დაუშვით ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით“, - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

განცხადების თანახმად, გენერალური შტაბი პირობას დებს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ისრაელისა და აშშ-ის იერიშებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკული ობიექტების „სრული განადგურებით“ უპასუხებს.

„ირანის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება. თუ ეს განმეორდება, მაშინ თქვენი და თქვენი მოკავშირეების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მათ სრულ განადგურებამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს დაარტყა, რასაც ირანმა კატარის რას ლაფანის თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე დარტყმებით უპასუხა.

კატარის ბუნებრივი აირის ობიექტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები, თანამშრომლებთან ერთად, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!