ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანს ურანის გამდიდრება და ბალისტიკური რაკეტების წარმოება აღარ შეუძლია

ოპერაციის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ შემიძლია გითხრათ - ირანს დღეს არ აქვს ურანის გამდიდრების და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ შესაძლებლობების განადგურებას. ჩვენ მათ მტვრად, ფერფლად ვაქცევთ. ირანი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა, ისრაელი კი რეგიონული ძალაა და ზოგი იტყოდა, რომ მსოფლიო ძალაა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, გაანადგურეს ირანის რაკეტები და ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ახლა კი ანადგურებენ ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ კომპონენტებს ამ რაკეტების დასამზადებლად და იმ ბირთვული იარაღის დასამზადებლად, რომლის წარმოებასაც ირანი ცდილობს.

ამასთან ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ისრაელი ირანელი ლიდერების მიზანში ამოღებას გააგრძელებს.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეცვლის მათ - ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში ცვლილებები ძალიან ხანმოკლე იყოს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელი მუშაობს იმისთვის, რომ ირანელებისთვის რეჟიმის შეცვლის პირობები შექმნას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისლამური რესპუბლიკის დამხობა ირანელ ხალხზეა დამოკიდებული.

„დიახ, რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. გარანტირებულია ეს? არა და საბოლოოდ, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ის პირობები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით რეჟიმის დასუსტების მიზნით“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება