Politico - მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვაშინგტონი, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა აშშ-მა ამ წინადადებაზე უარი თქვა

რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება შესთავაზა, რომლითაც კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების ზუსტ კოორდინატებზე, თუ ვაშინგტონი, თავის მხრივ, უკრაინისთვის რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას შეწყვეტდა, თუმცა აშშ-მა ამ წინადადებაზე უარი თქვა.

„ორმა ადამიანმა, რომლებმაც იციან აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მსვლელობის შესახებ, განაცხადეს, რომ მსგავსი წინადადება რუსეთის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შესთავაზა გასულ კვირას მაიამიში მათი შეხვედრის დროს“, - წერს გამოცემა.

ამავდროულად აღინიშნა, რომ მსგავსი წინადადების თავად ფაქტმა აღელვება გამოიწვია ევროპელ დიპლომატებში, რომლებიც შიშობენ, რომ მოსკოვი ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობს ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის კრიტიკულ მომენტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!