CBS News - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მომზადება დაიწყო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკელი სამხედროების შესაძლო განლაგებისთვის მომზადება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებმა კონკრეტული მოთხოვნები წარადგინეს, რომლებიც ასეთი ვარიანტისთვის მომზადებას ისახავენ მიზნად მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში პოტენციურ ნაბიჯებს აფასებს.

ანონიმური წყაროების ცნობით, ტრამპი განიხილავს განალაგოს თუ არა სახმელეთო ძალები რეგიონში. ამ მომენტისთვის გაურკვეველია, რა ვითარებაში დაუჭერს ის მხარს ასეთ ვარიანტს.

ორი წყაროს ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ასევე გამართეს შეხვედრები იმისთვის მოსამზადებლად თუ როგორ გამართონ ირანელი ჯარისკაცებისა და პარამილიტარული მებრძოლების შესაძლო დაკავებები - მათ შორის, თუ სად გაგზავნონ ირანელები, თუ ტრამპი გადაწყვეტს სამხედროების ადგილზე გაგზავნას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!