გიგი უგულავა - „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება - ბუდაპეშტში კონსერვატორულ კონფერენციას მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება - აი, ნამდვილი მიზეზი, რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში

„ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება - ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგუალავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც უგულავა აღნიშნავს, „ორთა ბატონთა მსახურება არ გამოვა“.

„ოცნების“ აშშ-თან შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით, რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს. ბატონო ირაკლი, არ გამოვა ორთა ბატონთა მსახურება ან წელში გამართული იყავით, ან წაკუზული. სირცხვილია უბრალოდ, ფორმალურად ხომ მაინც პრემიერად იწოდებით და თქვენი თავფურცელის თავზე Georgia აწერია“, - წერს გიგი უგულავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!