ირანის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე - თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს

თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს, - NBC News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება „ენერგომატარებლების ფასების შემცირებისა და სამხედრო გეგმების განსახორციელებლად დროის მოგების მცდელობის ნაწილია“.

„თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი არ მიმდინარეობს. დიახ, რეგიონის ქვეყნებიდან არსებობს ინიციატივები დაძაბულობის შესამცირებლად და ჩვენი პასუხი ყველა მათგანზე ნათელია: ჩვენ არ ვართ ის მხარე, ვინც ეს ომი დაიწყო და ყველა მსგავსი მოთხოვნით ვაშინგტონს უნდა მიმართოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროს დაავალა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველა საჰაერო თავდასხმა ხუთი დღით გადადოს.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დავავალე ომის სამინისტროს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება