პაატა ბურჭულაძე - ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, მაგრამ სერიოზულობაში გადადის - თქვენი ბოროტი საქციელის გამო ვერ დავემშვიდობე უწმინდესს, თუ თქვენი მიზანი იყო ტკივილის მოყენება, გილოცავთ, ამას მიაღწიეთ

ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 6 თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი და მისთვის კვლავ გაუგებარია, თუ რაში ედება ბრალი.

„ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნო დადგმული სპექტაკლი, რომლის მონაწილეც მე ვარ, მაგრამ ნელ-ნელა სერიოზულობაში გადადის და მისი აბსურდულობის ხარისხიც მატულობს. უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი და ჩემთვის კვლავ გაუგებარია, თუ რას მაბრალებენ, რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს (თამარ ბეჟუაშვილს და ვაჟა თოდუას). ექვსი თვის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, უფლება მაქვს ვიცოდე, რას იძიებთ? იმას რაც ნამდვილად მოხდა, მხედველობაში მაქვს საქართველოს ეროვნული ნგრევა თუ სასახლის ღობის დაზიანებას? ხომ უნდა ვიცოდეთ, რას გვედავებიან, აქციის ორგანიზებას? სიტყვა მშვიდობიანი გაღელვებთ თუ დამხობა გაღელვებთ? გინდათ, რომ ეს იყოს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება? თუ მე მივუწოდებდი ხალხს ძალადობრივ დამხობაზე, ძალადობრივი რევოლუციისკენ და იქ მოვიდა ასი ათასობით ადამიანი, ლამის იმაზე მეტი, ვიდრე ე.წ. არჩევნებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასობით ათასი ადამიანი მზად იყო ძალადობრივად დაემხო დიქტატორი. ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანია, ვინც ძალადობრივი გზით „ქართული ოცნების“ დამხობას აპირებს. თქვენ ამის დამტკიცება გინდათ? გვითხარით, მადლობას გეტყვით ქვეყნის გვერდში დგომისთვის.

თქვენმა არაპროფესიონალურმა და ბოროტმა ქმედებებმა ძალიან დიდი ზიანი მომაყენა პირადად მე. თუნდაც ის, რომ ექვსი თვეა მელოდებიან ჩემი სტუდენტები და ვერ ვამეცადინებ მათ. თუნდაც ის, რომ ჩემი გასტროლები ევროპაში არაფრის გულისთვის შეაჩერეთ. მე ხომ მხოლოდ ჩემთვის არ მაქვს ეს გასტროლები, საქართველოს სახელიც გამაქვს. თუნდაც ის, რომ 6 თვეა არათუ ვერ ვნახულობ, არამედ ტელეფონით ვერ ვესაუბრები მეუღლეს, შვილებს, შვილიშვილებს და თქვენი ბოროტი საქციელის გამო ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს. ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის და თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ.

და ბოლოს მივმართავ თანამოქალაქეებს, ყველას ვინც რუსთაველზე დგას და საერთოდ მთელ საქართველოს: გაუძელი, საქართველო. მეამაყებით“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე