მედია - ირანში, არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა

ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, გასული წლის მდგომარეობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.

მისი მშენებლობის გეგმამ ადრე შეშფოთება გამოიწვია ისრაელსა და დასავლეთში, რადგან მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებაში გამოიყენება.

გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს არაკის კომპლექსში ჯერ კიდევ მშენებარე რეაქტორი დაბომბა. იმ დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორი არ ფუნქციონირებდა და არანაირ ბირთვულ მასალას არ შეიცავდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები