ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში მეორე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში, იაზდში, ურანის ქარხანა დაბომბეს. მათივე განმარტებით, ეს ობიექტი ერთადერთია თავისი ტიპის ობიექტებს შორის, სადაც ნედლეული ურანის გამდიდრებისთვის მუშავდება.

„ამ ობიექტის დაბომბვა ირანის ტერორისტულ რეჟიმს ართმევს ამ პროცესებისთვის საჭირო ნედლეულს და კიდევ უფრო ძირს უთხრის ირანის ბირთვული იარაღის პროგრამას“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ირანში არაკის მძიმე წყლის რეაქტორი დაბომბეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი გასული წლის მდგომარეობით მშენებლობის პროცესში იყო. მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებაში, რომელსაც ბირთვული ბომბის შექმნისთვის იყენებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე