თურქეთში A/H1N1 გრიპით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში A/H1N1 გრიპის ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტელეკომპანია NთV იუწყება.

;დაავადებული ადმიანი სტამბულში დარეგისტრირდა და აშშ-დან ჩასული ტურისტია.

;ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ დაადასტურა, რომ 34 ქვეყანაში A/H1N1 ვირუსით დაავადების 7,52 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.