Reuters - ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ირანში ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“ მოემზადონ

ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს აფრთხილებს, ირანში ომის ფონზე ენერგეტიკულ ბაზრებზე „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“ მოემზადონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენმა წევრი სახელმწიფოების მთავრობებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი მათ მოუწოდებს, რომ „შესაძლო ხანგრძლივი შეფერხებისთვის დროულად მოემზადონ“.

იორგენსენის წერილის თანახმად, ბრიუსელი შეშფოთებულია მოკლევადიან პერსპექტივაში ევროპაში ნავთობპროდუქტების, მათ შორის, საავიაციო საწვავისა და დიზელის მიწოდების გამო.

წერილში ნათქვამია, რომ მთავრობებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საწვავის მოხმარების გაზრდას გამოიწვევს.

„წევრმა სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც შეზღუდავს ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან შეაფერხებს ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ ამ პროდუქტების გადამუშავებას“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო