სუს-ი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  131-ე შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 131-ე შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების დასჯა.

კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ოკუპირებული ცხინვალიდან უკანონოდ "გამოძევებული" აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.

ასევე, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის საკითხი. გაიმართა ვრცელი დისკუსია ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე გადაადგილების რეჟიმთან დაკავშირებით, მათ შორის, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 14 მაისს ჩაინიშნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო