ირანის პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები „იწვევს შედეგებს, რომლებიც ირანის საზღვრებს სცდება“

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფაზეშქიანმა ამერიკელი საზოგადოების მისამართით წერილი გამოაქვეყნა.

X-ზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ის ეჭვქვეშ აყენებს, ნამდვილად შედის თუ არა „ამერიკა პირველ რიგში“ აშშ-ის მთავრობის პრიორიტეტებში თუ ის მოქმედებს, როგორც ისრაელის წარმომადგენელი.

ის ამბობს, რომ ირანთან ომი არ ემსახურება აშშ-ის ინტერესებს და მოუწოდებს ამერიკელებს, „პოლიტიკური რიტორიკის მიღმა გაიხედონ“ და გადახედონ ირანზე საკუთარ შეხედულებას.

„ზუსტად რომელი ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურება ეს ომი სინამდვილეში? იყო თუ არა ირანის მხრიდან რაიმე ობიექტური საფრთხე, რომელიც გაამართლებდა ასეთ ქცევას?“ - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ირანის, როგორც საფრთხის აღქმა „ძლიერთა პოლიტიკური და ეკონომიკური ახირების პროდუქტია“ და რომ თეირანის ქმედებები აქამდე „ლეგიტიმური თავდაცვა“ იყო და არა ომის დაწყება.

ის ამბობს, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არასწორად არის გაგებული და ამტკიცებს, რომ ირანს „თავის თანამედროვე ისტორიაში არასდროს აურჩევია აგრესიის, ექსპანსიის, კოლონიალიზმის ან დომინირების გზა და არასდროს დაუწყია რაიმე ომი“.

ასევე ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ "ირანელი ხალხს არ აქვს მტრობა სხვა ერების მიმართ, მათ შორის ამერიკის, ევროპის ან მეზობელი ქვეყნების ხალხის მიმართ“.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შედეგები მოჰყვება.

კერძოდ, ის ამბობს, რომ ირანელ ხალხზე თავდასხმები „იწვევს შედეგებს, რომლებიც ირანის საზღვრებს სცდება“ .

"ირანის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის - მათ შორის ენერგეტიკული და სამრეწველო ობიექტების - წინააღმდეგ შეტევა პირდაპირ მიზანში იღებს ირანელ ხალხს. გარდა იმისა, რომ ასეთი ქმედებები ომის დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს, ის იწვევს შედეგებს, რომლებიც ბევრად სცდება ირანის საზღვრებს. ქმნის არასტაბილურობას, ზრდის ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგესბს და აძლიერებს დაძაბულობის ციკლებს, თესავს წყენას, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება. ეს არ არის ძალის დემონსტრირება; ეს არის სტრატეგიული დაბნეულობის და მდგრადი გამოსავლის მიღწევის უუნარობის ნიშანი", - აღნიშნავს ირანის პრეზიდენტი.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა