დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის მიერ F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას არ იქონიებს.

„არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, გამოცემა The Independent-ის კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ირანელები იპოვიან და შეიპყრობენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

„ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, CNN-ის ინფორმაციით, ირანმა ომის დაწყებიდან პირველი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო. კერძოდ, საუბარია F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელზე. წყაროების ცნობით, ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მისი მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს