BBC - ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ

ირანში ჩამოვარდნილი ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ამ დრომდე ეძებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის მიერ ჩამოგდებული F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამასთან, ირანმა ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც ეკიპაჟის წევრის ცოცხლად შეპყრობას მოახერხებს.

შეგახსენებთ, პარასკევს ირანმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ეკიპაჟის ერთი წევრი ამერიკელებმა იპოვეს და გადაარჩინეს, ხოლო მეორე წევრის მდებარეობისა და მდგომარეობის სტატუსი უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო. თვითმფრინავი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა. თვითმფრინავი ქუვეითის საჰაერო სივრცეში ჩამოვარდა, ხოლო პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.

ასევე, ირანმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულ Blackhawk-ის ტიპის ორ ვერტმფრენს მოარტყა. ვერტმფრენებმა ირანის საჰაერო სივრცის დატოვება მოახერხეს, ხოლო ეკიპაჟის წევრები მსუბუქად დაშავდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს