ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს.

„ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ პაკისტანის ძალისხმევის მადლიერები ვართ და ისლამაბადში ჩასვლაზე უარი არასდროს გვითქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავსმოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი X-ზე.

ცნობისთვის, მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ასევე, თეირანმა ვაშინგტონს აცნობა, რომ ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზად არ არის.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს