ისრაელი აცხადებს, რომ ირანში 120 სამიზნეს დაარტყა

ისრაელის საჰაერო ძალებმა გასული დღის განმავლობაში დასავლეთ და ცენტრალურ ირანში ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის 120-ზე მეტი სამიზნეს დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს, დრონების საწყობებსა და გაშვების ადგილებს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„განადგურებული თავდაცვითი სისტემები საფრთხეს უქმნიდა ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და მათი განადგურება ხელს უწყობს ისრაელის საჰაერო ძალების საჰაერო უპირატესობის შენარჩუნებას ცაში“, - აღნიშნულია ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა