ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ, ამიტომაც მეშინია, ირანის წინააღმდეგ გაჭიანურებული ომი ჩვენს მიმართ მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა, ამერიკის მიმართ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეამციროს, რადგან ვაშინგტონის გლობალური პრიორიტეტები იცვლება.

„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენ პრიორიტეტი არ ვართ. ამიტომაც მეშინია, რომ (ირანის წინააღმდეგ) ხანგრძლივი ომი ნაკლებ მხარდაჭერას მოგვცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე დიდ შეშფოთებას Patriot-ის რაკეტები იწვევს, რომლებიც აუცილებელია რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭრელად, რადგან უკრაინას ჯერ კიდევ არ გააჩნია ეფექტური ალტერნატივა.

მისი თქმით, ეს ამერიკული სისტემები უკრაინას საკმარისი რაოდენობით არასდროს მიუღია და თუ ირანის წინააღმდეგ ომი მალე არ დასრულდება, მისი მიწოდება კიდევ უფრო შემცირდება.

„ვფიქრობ, რომ პაკეტი, რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია, დღითიდღე უფრო და უფრო შემცირდება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, გვეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე