CNN - ირანისთვის გადაცემული 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთი იდეაა და ტრამპს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია

ირანისთვის გადაცემული 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთ იდეას წარმოადგენს და დონალდ ტრამპს ოფიციალურად

არ დაუმტკიცებია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა და თეირანმა შუამავლების მიერ შემუშავებული 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მიიღეს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იგი ოფიციალურად არ დაუმტკიცებია.

„ეს ბევრი იდეიდან ერთ-ერთია“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავდნენ თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ერთადერთი შანსია ომის დრამატული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა