დონალდ ტრამპი ირანში ომზე - ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით

ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს დავიტოვებდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, ნავთობს დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი „კმაყოფილები“ იყვნენ.

ასევე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა სამშაბათია.

„ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ ისინი იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ. ირანში რეჟიმის სრული ცვლილება განხორციელდა. ახლა იქ მყოფი ადამიანები გაცილებით გონიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც პირველი და მეორე ფაზის დროს იყვნენ. ისინი, ვისთანაც ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, გაცილებით გონიერი ადამიანები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე