დონალდ ტრამპი - ირანმა წინადადება შემოგვთავაზა, ის საკმარისად კარგი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ირანის საპასუხო წინადადება მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისად კარგი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ წინადადება შემოგვთავაზეს. ის საკმარისად კარგი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მუქარა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება.

„მათ ხიდები და ელექტროსადგურები აღარ ექნებათ. აღარაფერი ექნებათ. ამაზე შორს აღარ წავალ, რადგან არსებობს სხვა რაღაცებიც, რაც ამ ორზე უარესია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე