Axios – აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ირანის პასუხი „მაქსიმალისტურია“

ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „მაქსიმალისტური“ პასუხი გაუგზავნა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილ 10-პუნქტიან საპასუხო წინადადებას „მაქსიმალისტური“ უწოდა.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საბოლოო ვადამდე შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა.

ასევე, გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს ურჩია, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დადოს.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საპასუხო წინადადება გადასცა, თუმცა „ის საკმარისად კარგი არ არის“.

„მათ წინადადება შემოგვთავაზეს. ის საკმარისად კარგი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე