ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა განახორციელა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

ამასთან, ირანმა, 12-საათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამიზნე ქვეყნის სამხრეთ ნაწილი იყო. სირენების ხმა ბეერ-შებასა და მიმდებარე თემებში გაისმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა